ფხვენისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
06-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლა ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ აქტიურად ჩაერთო.
„2019 წლის 29-30 ოქტომბერს ჩავატარეთ ჩემპიონატის სასკოლო ტური სამ ასაკობრივ კატეგორიაში. სამივე ჯგუფში მოსწავლეები დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს, სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, Bრაინს.გე - სგან სკოლის ჩემპიონის ტიტული- „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი“ გადაეცა. ყველა დანარჩენმა გუნდმა კი აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები მიიღო.
„ტვინების ბრძოლა“ არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხების გამოსაცნობად პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს