„გააგრძელე ჩვენი სკოლის ისტორია“ - გორის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს
06-11-2019
გორის N7 საჯარო სკოლის 5ბ და 5გ კლასის მოსწავლეები სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის დევიზი იყო- „გააგრძელე ჩვენი სკოლის ისტორია“. შეხვედრის ინიციატორები პედაგოგები მაია მიხანაშვილი და ნინო ნონიკაშვილი იყვნენ.
უფროსკლასელ წარჩინებულ მოსწავლეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებს შორის შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ისინი კმაყოფილები დარჩნენ.