დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგლისური ენის წლის საუკეთესო პედაგოგების ხუთეულშია
06-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ია ნიქაბაძე ინგლისურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ხუთეულში მოხვდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო პედაგოგების ხუთეულშია.

25 სექტემბერს, გორში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პროფესიის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტები (5 პედაგოგის) საზეიმოდ დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203