მთისპირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
05-11-2019

მასწავლებლის დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მთისპირის საჯარო სკოლა პომპეზურად შეხვდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც სკოლაში არსებული ხალხურ საკრავთა ორკესტრი მონაწილეობდა.

ღონისძიებას სენტიმენტალური ელფერი შესძინა პოეზიის საათმა, ხოლო როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი - „მასწავლებელი წინამძღვრობს ერს“ წარმოადგინეს, პედაგოგებმა რთულად შეძლეს თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება.

ღონისძიება ემოციური იყო, პედაგოგები კი მადლიერებას ვერ მალავდნენ აღსაზრდელების მიმართ, რომლებმაც შეძლეს მცირედით მაინც დაეფასებინათ მასწავლებლების ღვაწლი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203