თბილისის N54 საჯარო სკოლას ლატვიის ელჩი ეწვია
05-11-2019

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლას ლატვიის ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენსი ეწვია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ელჩმა გახსნა ლატვიის ისტორიის ამსახველი გამოფენა. მან ბავშვებს ქართულ ენაზე გამოცემული ორტომეული „ლატვიის ისტორია“ გადასცა.

მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული ინტერესითა და კეთილგანწყობით შეხვდნენ ლატვიის ელჩსა და საელჩოს წარმომადგენლებს.

„უზომოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო,საქმიანი და მეგობრულია. დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრა, რომელზეც მოსწავლეები წარადგეგნენ მათ მიერ დანახულ ლატვიას ისტორიულ და კულტურულ ჭრილში. ეს დადებითად აისახება ჩვენ აღსაზრდელებზე და მათ კულტურულ განვითარებაზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203