პაპოშვილების საჯარო სკოლაში ღონისძიება -„მადლიანი შემოდგომა“ ჩატარდა
05-11-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, პაპოშვილების საჯარო სკოლის „ბ“ კორპუსში (სოფელი გორი) ღონისძიება - „მადლიანი შემოდგომა“ ჩატარდა. 

ღონისძიებას დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნაზი ფუტკარაძე უძღვებოდა.

მოსწავლეებმა აუდიტორია საკუთარი ხელით მორთეს, არ დაიშურეს ბარაქიანი შემოდგომის ნობათი - ხილი, დეკორაციაში კი უპირატესობა ყვითელ ფერს მიანიჭეს.

მოსწავლეებმა „მადლიანი შემოდგომის“ პრეზენტაცია  ლექსების,  სიმღერების, ცეკვების ფონზე მოაწყვეს და მაყურებელი დადებითი ემოციებით აღავსეს.  

მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას მადლობა  გადაუხადა საინტერესო და კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის; ასევე დიპლომები გადასცა მაღალტექნოლოგიურ პორტალ zrune.ge -ს შემაჯამებელ ტესტირებაში მონაწილეებს.

მოსწავლეებმა ამავე დღეს შეასრულეს izrune.ge-ს სავარჯიშო  ტესტები, ტესტირებას აკვირდებოდნენ მშობლები, სხვადასხვა კლასის დამრიგებლები, ასევე სკოლის დირექტორი ხასან ფუტკარაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მშობლებს აქტიურობისთვის და სამომავალოდ წარმატება უსურვა ყველას.

izunre.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203