მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულები
05-11-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულები.

მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოქტომბრის თვის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის „ბრინჯაოს, ოქროს და ვერცხლის დიპლომები“ გადაეცათ.

izunre.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203