ვარდისუბნის საჯარო სკოლაში თემაზე - „24 ოქტომბერი - გაეროს საერთაშორისო დღეა“ ლექცია-საუბარი ჩატარდა
05-11-2019
24 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში VII-XII კლასის მოსწავლებისთვის თემაზე - „24 ოქტომბერი - გაეროს საერთაშორისო დღეა“ ლექცია-საუბარი ჩატარდა.
თემის შესახებ ინფორმაცია და სათანადო ფოტო-მასალა მოამზადეს X კლასის მოსწავლეებმა: მარიამ გიგიტელაშვილმა, ანი ჯაშიაშვილმა, სალომე ყარაულაშვილმა, ირინა ხვთისოშვილმა და ირინა ჯავახიშვილმა გეოგრაფიის მასწავლებლის ელენე თუშიშვილის უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლექცია-საუბრის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ გაეროს შექმნის ისტორია, მისი სტრუქტურა და ადგილი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს