გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში საკლასო ღონისძიება - „საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა.
ღონისძიება დამრიგებელ ნ. მერაბიშვილისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თანამშრომლობით გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა თითოეული კუთხე წარმოადგინეს ეთნოგრაფიულ-კულტურულ ასპექტში ინსცენირებით, ცეკვით, სიმღერითა და შესაბამისი სამზარეულოთი.