წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა თემაზე - „სამკუთხედები“ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
05-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა მანანა წულაიამ ირინა ალავიძის სადამრიგებლო V-ბ კლასში საინტერესო, სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო: „სამკუთხედები".

„ქალბატონი მანანა მიღწეულით არ კმაყოფილდება. ის ყოველთვის ძიებაშია, მისი გაკვეთილები გამორჩეულია საინტერესო რესურსებით, კრეატიული მიდგომებით, რაც მას საშუალებას აძლევს, წარმატებით მიაღწიოს გაკვეთილის მიზანს.

გაკვეთილს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ის ზრუნავს მასწავლებელთა განვითარებაზე, მათ პროფესიულ ზრდაზე, ასე იყო დღესაც. გაკვეთილს ესწრებოდა პედაგოგი თამილა ჭოლაძე, რომელიც ელოდება გარე დაკვირვებას, მან აღნიშნა, რომ ამ გაკვეთილმა ბევრი მისცა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...