თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
05-11-2019

თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებლის ნანა რამიშვილის ხელმძღვანელობით, თსუ-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

მოსწავლეებმა მოისმინეს სალექციო კურსი „მიკრო ნაწილაკები თანამედროვე ფიზიკაში“. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლექცია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შესაბამისად შერჩეული აქტივობებით სახალისო.

ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია კახა დევიძის ლექციამ - „სამყაროს წარმოქმნა და განვითარება“, რომლის დროსაც მოეწყო პირდაპირი ჩართვა მსოფლიო სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან. მოსწავლეებმა ლაბორატორიაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევით პროცესებს პირდაპირი რეჟიმით ადევნეს თვალი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...