ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
05-11-2019
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

1 კლასში ღონისძიება - „გამარჯობა ანბანო“ ჩატარდა. 

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები შეასრულეს და ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს. 

ამავე კლასში ჩატარდა ასევე ღონისძიებები - „გავიცნოთ ერთმანეთი“  და „კართან მოდგა შემოდგომა“. მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.

საზეიმო განწყობით დაიწყეს ანბანის სწავლა 1 კლასის მოსწავლეებმაც. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ პირველად აიღებს ხელში. სწორედ დედაენას მიეძღვნა ტყიბულის N6 საჯარო სკოლის 1ბ კლასში  ჩატარებული ღონისძიება - „გამარჯობა ანბანო“. ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ნონო რიჟამაძემ გაუწია.

„წინასაანბანო პერიოდში განვლილი მასალის შეჯამების შემდეგ პატარები ლექსებით მიესათუთნენ ათასჯერ ნაფერებ ქართულ ანბანს. ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...