ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ბეთანიას ეწვივნენ
05-11-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა გადაწყვიტეს კვლავ გამოეყენებინათ „ისტორიული წარსული დღევანდელობისთვის“ და კიდევ ერთხელ მოინახულეს სულიერი კულტურის ძეგლი - ბეთანიის მონასტერი.

ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა, რომლებიც მომავალ თაობებს უზრდიან სამშობლოს, მუხლი მოიყარეს თამარის ფრესკის წინაშე და როგორც თავად აღნიშნეს _ „წინაპართა ღაღადისის შთაგონებაც მოიშველიეს, რათა ჩვენი ერის მოწყალე დედამ წყალობის თვალით გადმოხედოს და მისცეს სულიერი სიმტკიცე, გამძლეობა მომავალი თაობების აღსაზრდელად“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...