გორის N7 საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ლაურეატის წოდება მიენიჭა
05-11-2019

გორის N7 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უფლისციხე“ ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებულ ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალზე სახელად „არც ერთი წამი ცეკვის გარეშე“ გორის N7 საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ლაურეატის წოდება მიენიჭა.

ანსამბლის ხელმძღვანელი გიორგი ნაზარაშვილია.

მოცეკვავეები მიღწეული წარმატებით გახარებულები არიან.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ქორეოგრაფულ ანსამბლ „უფლისციხეს“ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...