თბილისის N62 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები „აი იას“ შეეგებნენ
05-11-2019

თბილისის N62 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები „აი იას“ შეეგებნენ. ღია გაკვეთილი წამყვანმა მასწავლებელმა ირმა კაკაურიძემ ჩაატარა.

„პატარებმა შეისწავლეს სამყაროს ნაწილები, აღწერეს, ისაუბრეს თვისებებზე და „აი იას“ შეძახილით მიეგებნენ ახალ ეტაპს.

პირველი ნაწერი სამახსოვროდ გადაეცათ მშობლებს.

ვულოცავთ მათ წერა-კითხვის უკიდეგანო სამყაროში შემობიჯებას“,-ნათქვამია   თბილისის N62 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203