
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლალი ჯაფიაშვილთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი მიზნით საჩხერის რაიონის სოფლებში სხვიტორში და სავანეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სავანეში კი აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლი მოინახულეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ექსკურსია საინტერესო, ხალისით და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.
იხილეთ ფოტოები