ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა
05-11-2019

2019 წლის 2 ნოემბერს, ჩატარდა აჭარის რეგიონული პირველობა ინტელექტუალურ თამაშებში - „რა? სად? როდის?“, სადაც საპრიზო ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდი აღმოჩნდა.

გუნდმა „ინტელექტმა“  ინტელექტუალურ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა და გუნდის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, მალხაზ ნაგერვაძე ასახელა.

„ინტელექტმა“ მადლობა დაიმსახურა სკოლის დირექციისგან  - ხელმძღვანელობამ მათ სამომავლო წარმატებები უსურვა.  

გუნდის წევრები: ხატია კახიძე, გიორგი ზოიძე, თორნიკე წულუკიძე, ნია ქიზინიძე, მილენა ფარტენაძე, გვანცა ნაგერვაძე  წიგნებითა და საპატიო თასით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203