ბუზავეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
05-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუზავეთის საჯარო სკოლის II კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

პედაგოგ იუღაბერ ბიჩიახჩიანის მიერ ჩატარებული ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.

მათ ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, რომლის თემაც იყო „ცოცხალი და არაცოცხალი“.

პედაგოგმა გაკვეთილის მეშვეობით დასახულ მიზანს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203