წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვიტორში აკაკი წერეთლის პერსონაჟები გააცოცხლეს
05-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII-ბ კლასის მოსწავლეები, პროექტ „ჩვენებურების" ფარგლებში, სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

პროექტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გახლდათ. მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „აკაკი - გედი და ორფეოსი“.  წაიკითხეს დიდი პოეტის ლექსები და  პოემა „გამზრდელის“ გარკვეული მონაკვეთების ინსცენირება მოახდინეს; მათი ყურადღების მიღმა არც „ბაში-აჩუკი“ დარჩენილა.

პატრიოტულ-დიდაქტიკურ მოტივებზე წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მეტად შთამბეჭდავი იყო - იმ დღეს აკაკისეული პერსონაჟები დიდი პოეტის სახლ-მუზეუმში კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII  ბ კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დოდო ხაჩიძე კი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203