ახალციხის N4 საჯარო სკოლაში თემაზე - „ბგერების სწორი წარმოთქმა“ საწრეო მუშაობა ჩატარდა
05-11-2019

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა იყო - „ბგერების სწორი წარმოთქმა“.

მოსწავლეები საწრეო მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ.

„წრის მონაწილეები ვარჯიშობდნენ ხმოვანთა გამოკვეთით წარმოთქმაში, რაც ემსახურება  მეტყველების რიტმულ ბუნებას. ვიმეორებდით დაწყვილებულ ხმოვნებს ი,ა,ე, ო, უ, იი,აა, ეე, ოო, უუ, აი, აე,აო, აუ და მისთანა სავარჯიშოებს“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის სავარჯიშოების წარმოთქმა და გამეორება სახალისო და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203