ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა სკოლის ამაგდარ პედაგოგს სვეტა გორგოშიძეს პროფესიული დღე მიულოცეს
05-11-2019

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მანანა გობრონიძე) მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს და და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს სკოლის ამაგდარ პედაგოგს სვეტა გორგოშიძეს.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათა შორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება- მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203