კაკაბეთის საჯარო სკოლაში მხატვრული ღონისძიება - „დაირეკა სკოლის ზარი“ ჩატარდა
05-11-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლაში მხატვრული ღონისძიება - „დაირეკა სკოლის ზარი“ ჩატარდა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით.

კლასების დამრიგებლები არიან: მ.ოქრომჭედლიშვილი; ნ.ჯიღაური; ხ.ბორაშვილი; ლ.შარიქაძე და ლ.თეთრაშვილი.   

„ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სოციალური და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203