კონდოლის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს
05-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის კონდოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა 2019-2020 სასწავლო წელი ახალი საინტერესო აქტივობებით დაიწყო.

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ლარისა წიქარაშვილმა და  კლუბში გაერთიანებულმა  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა  დაასუფთავეს სოფლის სასაფლაო, ასევე სკოლისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიები.

გარდა ამისა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან პედაგოგმა ისაუბრა ეკოპრობლემებზე, მოსწავლეებმა შექმნეს და გაავრცელეს  ბუკლეტები თემაზე -  „მოვუფრთხილდეთ ბუნებას“.    

როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, კონდოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბი სამომავლოდ საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203