ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს
05-11-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის V და VI კლასელები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ექსკურსიას ისტ-ის მასწავლებელი ლია სუთიაშვილი და დამრიგებელი ეველინა გიგოლაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

„მოსწავლეების ინფორმაციული ტექნოლოგიების - ვირტუალური რეალობის უკეთ აღქმისა და მათში სოციალური უნარების განვითარების მიზნით ნახეს 3დ მულტფილმი, გაერთნენ ატრაქციონებზე, მოინახულეს საქართველოს ისტორიულ - კულტურული ძეგლები: ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერი, ძველი სატახტო ქალაქი მცხეთა, ესტუმრნენ შიომღვიმეს. საღამოს ექსკურსიით ნასიამოვნები და ინფორმაციით დატვირთულნი დავბრუნდით სოფელში”,- აცხადებენ ექსკურსიის ხელმძღვანელები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203