დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
05-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პედაგოგებს პროფესიული დღე XII კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს და ერთი დღით მათი პროფესიაც ღირსეულად მოირგეს.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათა შორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება- მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203