ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ცოდნის შემოწმების საშულებას აძლევს
05-11-2019
ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან ერთად მოსწავლეთა ოლიმპიადას - „ცოდნა ძალაა“ გთავაზობთ.

ოლიმპიადა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენასა და მათემატიკაში ცოდნის შემოწმების საშუალებას აძლევს.

მოსწავლეები დარეგისტრირებას 10-ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. 

პრიზი
პირველი ადგილი -ოჯახთან ერთად დასვენება ზამთრის ბანაკ -ბაკურიანში.
მეორე ადგილი - დასვენება ზამთრის ბანაკ - გუდაურში.
მესამე ადგილი - საახალწლო აბონემენტი - მთაწმინდის პარკის ულიმიტო აბონემენტი და გაერთეთ მთელი დღე!

გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომი. ოლიმპიადის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

გამარჯვებული მოსწავლის საგნის მასწავლებელი მიიღებს მადლობის სიგელს და პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელის „ისი-პარის“ ბარათს. ამ ბარათით შეიძენთ „ისი-პარის“ მაღაზიებში თქვენთვის სასურველ პროდუქციას.

ახალ სეზონზე, ოლიმპიადის  - „ცოდნა ძალაა“ ორგანიზატორები მოსწავლეებს ახალ იდეებსა და ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან, რომელთა შესახებაც ისინი კონკურსის მიმდინარეობისას შეიტყობენ.

გარდა ამისა, შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა - „ცოდნა ძალაა“ არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რამდენიმე ცენტრალურ ქალაქშიც ჩატარდება: 
ქ.ზუგდიდი;
ქ.ბათუმი;
ქ.ქუთაისი;
ქ.წალენჯიხა;

იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ცოდნის გამოცდა გსურთ, ოლიმპიადაში - „ცოდნა ძალაა“ მონაწილეობის მისაღებად, შესაბამის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდით.

მონაწილეობის საფასურია 10 ლარი.

იჩქარე გახდი შემოდგომის სეზონის გამარჯვებული დარეგისტრირდეთ და მიიღე შენთვის განკუთვნილი პრიზი. ოლიმპიადის ჩატარების თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ კი ინფორმაციას - „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით მიიღებთ.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის:
597906490 თბილისი;
574083320 ქუთაისი;
599160080 ზუგდიდი;

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203