ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ჰელოუინის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე 4ვ კლასში, ინგლისური ენის გაკვეთილზე ნამდვილი დღესასწაული იყო.
ინგლისური ენის პედაგოგმა ნანა მალაყმაძემ აღსაზრდელებთან ერთად პრეზენტაცია - „Happy Halloowen students“ მოაწყო.
აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია. ინგლისური ენის გაკვეთილი უცებ კარნავალად იქცა - მისტიკურ პერსონაჟებს დროებით დაევიწყებინათ შუღლი და მეგობრებთან ერთად გართობა გადაეწყვიტათ. პედაგოგიც და მოსწავლეებიც ბედნიერები იყვნენ, რომ ერთობლივი ძალებით შეძლეს, ერთი ჩვეულებრივი დღისთვის მაგიური იერი შეეძინათ.
იხილეთ ფოტოები