თბილისის N88 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
05-11-2019

თბილისის N88 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქი დაათვალიერეს. V და VII კლასელებმა, თბილისის ბოტანიკური ბაღი მოინახულეს.  

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცენარეების უნიკალური ჯიშები, ისაუბრეს ბაღის ისტორიასა და მის ფუნქციონირებაზე. ასევე ფეხით მოიარეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები და დატკბნენ თბილისის ხედებით.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მასწავლებლის მიერ დაგეგმლი აქტივობა და აღნიშნეს, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203