ლედგებეს საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა გაცილების საღამო მოეწყო
05-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა გასაცილებელი შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

სკოლის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში მასწავლებლებიც ჩაერთნენ.  მათ ღვაწლმოსილ პედაგოგებს დღე გაულამაზეს და გაუხალისეს.

„ათეული წლები დაუღალავად, მუხლმოუყრელად, ვინ იცის რამდენი ღირსეული მამულიშვილი აღუზრდიათ სოსო გოროზიას, ცისანა ნადარაიას, ეთერ კილასონიას და ლეილა ბასილაიას. დიდია მურმან ბეჭვაიას ღვაწლი, როგორც ხელმძღვანელისა და პედაგოგის. მადლობა მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით! გვიყვარხართ და გეფერებით!“- ნათქვამია ლედგებეს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წერილში.

იხილეთ ფოტოები  და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203