„ისე ვინერვიულე, სანამ ტესტს დავიწყებდი, წნევამ ამიწია“ - რას ამბობენ პედაგოგები, გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ
04-11-2019

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდების მესამე დღე დასრულდა. პრაქტიკოსმა პედაგოგებმა და პროფესიაში შესვლის მსურველებმა, დღეს, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის,  მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ტესტები ჩააბარეს. 

გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან მოკლე კომენტარები გააკეთეს:

„ისე ვინერვიულე, სანამ ტესტს დავიწყებდი, წნევამ ამიწია. რთულია როცა გამოცდას იმ განწყობით აბარებ, რომ შეიძლება სკოლიდან გაგიშვან“.

„ქართული ენის ნაწილი ძალიან გამირთულდა, არ ველოდი ასე, მეგონა უფრო მარტივი ტესტები დაგვხვდებოდა“.

„ყველაზე მარტივი ბუნებისმეტყველების ნაწილი იყო, არც მათემატიკა იყო რთული. უფრო ტექსტის გააზრება გამიჭირდა“.

„ტექსტის გააზრება გამიჭირდა, თითქოს მარტივი იყო მაგრამ პასუხები ერთმანეთს ჰგავდა“.

„ქართულში ღია კითხვები გამიჭირდა, რომელიც გრამატიკული წესების ცოდნას მოითხოვდა, სხვა ყველაფერი საშუალო სირთულის იყო“. 

შეგახსნებთ, მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203