სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
04-11-2019
ხონის მუნიციპალიტეტის სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორმა, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

დირექტორმა მასწავლებელთა წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლას ორი სერტიფიცირებული მასწავლებელი შეემატა. დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„მართლაც დიდი მონდომებით შეუდგნენ მუშაობას სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. სწავლის დაწყებიდან დღემდე სკოლაში მრავალი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის „ცოდნის დღე“, „პოეზიის საღამო“, „ო,აფხაზეთო...“, „ვიზრუნოთ გარემოზე“ და სხვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203