წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ლექცია - „მუხლზე დაწერილი ბარათები“ ჩატარდა
04-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას 1-ელ ნოემბერს ესტუმრა ოტია იოსელიანის შვილი ბაჩო იოსელიანი, რომელმაც სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეებს საინტერესო ლექცია ჩაუტარა მწერლის ახალი წიგნის მიხედვით.

ლექციად ქცეულმა „მუხლზე დაწერილმა ბარათებმა“ მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა და თითოეულმა ფრაზამაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.

ლექციამ თბილ გარემოში ჩაიარა, იყო ემოცია, იყო დადებითი განწყობა და ოტიას „მუხლზე დაწერილი ბარათები“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203