ბოლნისის N5 საჯარო სკოლის პედაგოგს მზია გაფრინდაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
04-11-2019
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, მზია გაფრინდაშვილმა, სტატუსი აიმაღლა.
მზია გაფრინდაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„ქალბატონი მზია სკოლის დაარსების დღიდან სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად ორიენტირებული იყო ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ კულტურულ აღზრდასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.
მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე კვალიფიციურმა პედაგოგმა სასწავლო პროცესზე ინტენსიური დაკვირვების შედეგად შეიმუშავა სწავლების ეფექტური, რაციონალური სტრატეგიები და გადაწყვიტა, ამ სტრატეგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, რამაც სასურველი შედეგი მოიტანა.
ვულოცავთ ქალბატონ მზიას აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“