თელეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ საზეიმოდ აღნიშნეს
04-11-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა 2019“ საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს, შემოდგომის ნობათი გამოფინეს, თათარა მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და სხვადასხვა საცეკვაო თუ მუსიკალური ნომრით შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203