ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
04-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, სახელმწიფო ენისა და ხელოვნების კათედრების ხელმძღვანელობით, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში I – XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება XII კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, თამთა ყარაულაშვილს, მიჰყავდა.
„აღსაზრდელებმა ორიგინალური ნომრებით მიულოცეს პედაგოგებს პროფესიული დღე. ერთმანეთს ცვლიდა სიტყვა, ლექსი და სიმღერა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პედაგოგი ნინო ბაქრაძე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი მ.სუმბაძე, ხოლო ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი ლ.კობიაშვილია.
კოლეგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის დირექტორმა, ია ღარიბაშვილმა, სიტყვით მიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“