აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
04-11-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები სასწავლო - შემეცნებით ექსკურსიაზე თბილისის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები თბილისს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ხათუნა სილაგაძის, ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტის „თბილისი დასაბამიდან დღემდე“ ფარგლებში ეწვივნენ.
„მოსწავლეებმა პროექტის ხელმძღვანელთან და ჩვენი სკოლის მუსიკის პედაგოგთან, ზურაბ კვერნაძესთან ერთად, დაათვალიერეს თბილისის როგორც ძველი, ასევე ახალი უბნები: აბანოთუბანი, სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავები: ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი, ასევე რევაზ გაბრიაძის თეატრი, აფხაზი მხატვრის დავით ბაძაღუას სამხატვრო სახელოსნო. ესტუმრნენ სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერს, გაისეირნეს თავისუფლების ხიდზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთათვის საინტერესო და ამავე დროს ნაყოფიერია, ვინაიდან იგი საშუალებას იძლევა თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარებით განამტკიცონ. ასევე პროექტები მოსწავლეებს სტიმულს აძლევს მომავალში სხვადასხვა ფორმატის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები თავად დაგეგმონ და განახორციელონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“