ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში თემაზე - „ხერხემლიანი ცხოველები“ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
04-11-2019

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის  ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მარიზა კაკაურიძემ IV კლასში თემაზე - „ხერხემლიანი ცხოველები“ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი, დატვირთული იყო სახალისო აქტივობებითა და რესურსებით.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.

სკოლა წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს პედაგოგს.                                                    

შიდა საგაკვეთილო დაკვირვება კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა,რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203