თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს შესარჩევ ჩემპიონატში ფრანგულ კრივში გამარჯვება მოიპოვეს
04-11-2019

თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს შესარჩევ ჩემპიონატში, ფრანგულ კრივში (სავატე) მონაწილეობდნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, I ადგილი - ექვთიმე ბებერაშვილმა (IV კლასი), გიორგი სალბიშვილმა (III კლასი), ნიკოლოზ ჩქოფოიამ (II კლასი), გიორგი  ჭინჭარაულმა (VIII კლასი), გიორგი ჩხაიძემ (II კლასი) და ნიკა წამალაშვილმა (IX კლასი) მოიპოვეს.

II ადგილზე გიგა ბაბუაძე (IV კლასი) გავიდა, III ადგილი კი ნიკა სალბიშვილს (III კლასი) ერგო.

სკოლა მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203