წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩემი ჯარი“ პრეზენტაცია გაიმართა
04-11-2019
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩემი ჯარი“ პრეზენტაცია გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.
„სკოლაში პროექტის - „ჩემი ჯარი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით. რეზერვი, ცენტრალური თავდაცვა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ეროვნული თავდაცვის აკადემია, რომლიც მიზნად ისახავს მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“