მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე -„ზაფხულის არდადეგების სასიამოვნო მომენტები“ ნამუშევრები შექმნეს
04-11-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ზაფხულის არდადეგების სასიამოვნო მომენტები“ ნახატები დახატეს.
მეოთხეკლასელებმა ნამუშევრები საგან ხელოვნების ფარგლებში შექმნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები შეთავაზებული თემით ძალიან დაინტერესდნენ და ნახატებიც დიდი სიამოვნებით დახატეს.