ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
04-11-2019
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებსა და ოზურგეთის N2 და N3 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

„მხიარული სტარტების“ გამართვის ინიციატორი სკოლის 1 კლასის დამრიგებელი ნათია ჯულაყიძე იყო.

სპორტული თამაშების გამართვის მიზანი მონაწილეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო.

სკოლის წარმომადგენელის განცხადებით, „ამ დღეს ყველა გამარჯვებული იყო“. მისივე თქმით, პედაგოგები და თამაშის მონაწილე ბავშვები ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203