დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის სახეები შეისწავლეს
04-11-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საგანში „მე და საზოგადოება“ პროექტი „ერთი დღე მუზეუმში“ განხორციელდა.

პროექტის წინა ეტაპის ფარგლებში, მოსწავლეები მუზეუმს ესტუმრნენ.

კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა შეისწავლეს მუზეუმის სახეები, რა შეიძლება იყოს გამოფენილი მუზეუმში და რა ჰქვია ამ საგნებს. ასევე, შეიმუშავეს მუზეუმში ქცევის წესები.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მუზეუმში მიღებულ შთაბეჭდილებებს დაწერენ და დახატავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203