ასპინძის სკოლამ ადიგენის სკოლას უმასპინძლა
19-05-2017
ასპინძის სკოლამ ადიგენის სკოლას უმასპინძლა.

VI კლასის მოსწავლეები, მათი კლასის ხელმძღვანელები ოლგა ლეკიშვილი, ლელა ტაბატაძე და ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები-მარეხ ბერიძე, როზა ნარიმანიძე განსაკუთრებულ სამზადისში იყვნენ. 

ადიგნელ მოსწავლეებს თან ახლდა მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თინათინ კუბლაშვილი.  

ღონისძიება გაცნობით დაიწყო.  

მასპინძელმა მოსწავლეებმა დაათვალიერებინეს სკოლა.  

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თინათინ კუბლაშვილმა სააქტო დარბაზში ჩაატარა ერთობლივი გაკვეთილი, „ჩვენ ვსწავლობთ “ვეფხისტყაოსანს“, სადაც გამოფენილი იყო „ვეფხისტყაოსანის“ სხვადასხვა გამოცემები, ილუსტრაციები.  

მასპინძლები სტუმრებს ტკბილი სუფრით გაუმასპინძლდნენ. ითამაშეს ფეხბურთი და დღის ბოლოს შოთა რუსთაველის ძეგლთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203