გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა 2019“ ღონისძიებით გააცილეს
04-11-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებით გააცილეს - „ოქროსფერი შემოდგომა 2019“.

ღონისძიება, ტრადიციულად,  თბილ და დადებითი ემოციებით დატვირთულ გარემოში ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა  საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს თავისი ტრადიციებითა თუ კულტურით. სვანეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა... იმ დღეს გავაზმა  მთელი საქართველო დაიტია.

მოსწავლეებს მათ მიერვე წარდგენილი ყოველი კუთხე უყვარდათ და ეამაყებოდათ. ამაყები იყვნენ პედაგოგებიცა და მშობლებიც. სწორედ მათი მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით კიდევ ერთი ულამაზესი ღონისძიება ჩაიწერა გავაზის საჯარო სკოლის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203