დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
04-11-2019

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგის თამარ დიასამიძის ინიციატივით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა სასწავლო შემეცნებითი ხასიათის იყო და ემსახურებოდა მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. მოსწავლეებმა მერის მოადგილის დავით პაპაშვილისგან და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროს თემურ ზაზაძისაგან დეტალურად მოისმინეს დაბის კულტურისა და დასვენების ცენტრის განვითარების პროექტი.

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია სკვერის კეთილმოწყობის გეგმამ და მერიის წარმომადგენლებს დაუსვეს საინტერესო საკითხებზე კითხვები. შეხვედრის შეჯამებისას პედაგოგმა თამარ დიასამიძემ აღნიშნა, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203