თბილისის N62 საჯარო სკოლის შვიდმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
04-11-2019

თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

გულიკო ბიწაძე და ლიზი ნიჟარაძე მენტორი მასწავლებლები გახდნენ, ელენე შაბურიშვილი, ცირა გრიშიკაშვილი, ეკა ტალახაძე, მარინა ბარსეგოვა და ირმა კაკაურიძე კი - წამყვანი პედაგოგები.

დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის, მოსწავლეთა განათლების ხარისხზე ზრუნვისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის“,-ნათქვამია თბილისის N62 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203