თბილისის N37 საჯარო სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობების მუშაობის ამსახველ გამოფენაში მონაწილეობდა
04-11-2019

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ძველი თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის ამსახველი გამოფენა გაიმართა.

თბილისის N37 საჯარო სკოლასაც ჰქონდა პატივი წარმდგარიყო მეტად საპატივცემულო სასკოლო საზოგადოების წინაშე, თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარის გიორგი მესროპოვისა და წევრების სრული შემადგენლობით.

„თვითმმართვლობათა წარმომადგენლები სიამოვნებით აცნობდნენ ერთმანეთს საკუთარ საქმიანობასა და უზიარებდნენ გამოცდილებებს, თუ როგორ მოქმედებენ ფორმალურ გარემოში არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად, როგორ ახერხებენ კლუბებში განახორციელონ საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები“, - ნათქვამია თბილისის N37 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

შეხვედრის ინიციატორი ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203