ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დადიანების მუზეუმში სასწავლო–შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
04-11-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დადიანების მუზეუმში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე იყო მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის. მათ საგნის - „მე და საზოგადოების“ მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელ ანა ჩხეტიასთან ერთად მუზეუმი დაათვალიერეს, დააკვირდნენ ექსპონატებს და დადიანების საგვარეულოს ისტორიას გაეცნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, არაფორმალურ გარემოში ჩატარებულმა მრავალფეროვანმა და სახალისო აქტივობებმა მოსწავლე-მასწავლებლების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას შეუწყო ხელი.

დღის ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გამოხატეს და შედეგები განიხილეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203