ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
04-11-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ერიკ დანოიანს და დონარა ანატნოსიანს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში,  საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.

ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203