გორის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ გაგნიძემ საგანმანათლებლო პროექტში გაიმარჯვა
04-11-2019

გორის N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ გაგნიძემ არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,ქართულ-ევროპული მოძრაობის“ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს სახელმწიფო მოდელირება 2019“ გაიმარჯვა. 

პროექტის მიმდინარეობისას განიხილებოდა შემდეგი საკითხები: სეკულარიზმი, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე „რბილი ძალა“, შერიგების პოლიტიკა და განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები.

ნიკოლოზ გაგნიძე პროექტის საუკეთესო დელეგატი გახდა და საჩუქრად კაბადოკიის საგზური გადაეცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203